გიორგი მარგველაშვილის სიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ადვოკატებმა მოსამართლეს სოსო ყიფშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული დარბაზიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმის არსებითი განხილვა გრძელდება, მომდევნო პროცესი 19 მაისს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტს. ყიფშიძეს კონფლიქტი იქვე მცხოვრებ მამა-შვილთან პარკირების გამო მოუხდა, სიტყვიერი შელაპარაკება კი ფიზიკურ თავდასხმაში გადაიზარდა. ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა სოსო ყიფშიძე მარტში დააკავეს.