“დაკვამლიანებამ დაძინებული შვილები დამიღუპა” – ესპანეთში გარდაცვლილი ძმების დედა

ბარსელონაში ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ცეცხლის შედეგად, ძმები დაიღუპნენ.

“4-სართულიან შენობაში, მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები, ქირით იყვნენ. პირველ სართულზე ვიღაც თავხედმა გააჩინა ხანძარი. არ ვიცი, გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო, ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპა. საელჩო ჩართულია და, ალბათ, 5-6 დღეში საბუთები მოგვარდება. მიცვალებულებს დანაშაული არაფერი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ შეეწირნენ გაუგებრობას”, – ამბობს დაღუპული ძმების დედა, ნესტან ჩარგეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები