გურჯაანში, პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლებმა სოფელ ბაკურციხეში მდებარე პურის საცხობში მიცვალებული დღეს დილით ნახეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება.

“კვირა” მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები