ეუთო/ოდირ-ის დელეგაცია დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს
დღეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წევრები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მატეო მეკაჩის ხელმძღვანელობით, ეუთო/ოდირ-ის დელეგაციის შეხვედრა ჯერ საპარლამენტო ოპოზიციას, შემდეგ კი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან იგეგმება.
პარლამენტის ვიცესპიკერის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საუბარი საარჩევნო რეფორმებს და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შეეხება.