აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე მომღერალს სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, კონფლიქტის მიზეზი საავტომობილო მოძრაობა გახდა, რამაც გადაადგილება შეაფერხა. “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები