აშშ-საელჩო: DEA-ს მიერ ძებნილი პირები საქართველოდან ექსტრადირებულ იქნენ აშშ-ში
ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი საქართველოდან ექსტრადირებულ იქნენ შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა.
“იასინი ლიდერია ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ. 2021 წლის სექტემბერში DEA-სთან თანამშრომლობით იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.
2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა”,– ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.