“უმძიმესი 24 საათი” – ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქს 20-მდე რაკეტა ესროლეს, არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანკის ოლქში დასახლებული პუნქტების მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვეს, დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე, სამი დაიჭრა, 28 სახლი განადგურებულია.

ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ტელეგრამში დაწერა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა; ლისიჩანსკში ბელგიური მემკვიდრეობის გიმნაზია დაიწვა.

“ქალაქ ზოლოტოეს დაბომბვისას 2010 წელს დაბადებული ბიჭი დაშავდა. დაღუპულთა შორის ასევე არის ზოლოტოეში მცხოვრები ქალი. კიდევ ორი დაღუპულია ლისიჩანსკსა და პოპასნაში”, – დაწერა მან.

მისი თქმით, ძლიერმა ხანგრძლივმა დაბომბვამ სრულფასოვან ევაკუაციას ხელი შეუშალა.

“უმძიმესი 24 საათი. ძლიერმა ხანგრძლივმა დაბომბვამ სრულფასოვან ევაკუაციას ხელი შეუშალა”, – დასძინა სერგეი გაიდაიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები