დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები