“დირსის” კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

“დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ დოჩიას ადვოკატის, გოგა ბოგვერაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
მისი თქმით, დოჩია ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, აღნიშნულზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს “დირსთან” მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა 38 წლის გრიგოლ დოჩია დააკავეს.
გამოძიების ცნობით, გრიგოლ დოჩიამ ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი ადამიანი, არასრულწლოვანის მამა გარდაიცვალა. დაჭრილებიდან 3 ოჯახის წევრები არიან, მეოთხე კი მეზობელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები