IDFI: 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16,669 მოქალაქე, რუსეთის 43,152 მოქალაქე და ბელარუსის 19,898 მოქალაქე

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა 16,669 უკრაინის მოქალაქე, 43,152 რუსეთის მოქალაქე და ბელარუსის 19,898 მოქალაქე.

დოკუმენტის თანახმად, როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის მოქალაქეების 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობა აღემატება უკრაინის მოქალაქეების მაჩვენებელს. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 8,151-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა, რუსეთის 17,201-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა ვიდრე გავიდა, ხოლო ბელარუსის 14,030-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დაახლოებით 60% , ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 40% არის მამრობითი სქესის. აღნიშნული სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ქვეყანაში შემოსული სრულწლოვანი მოქალაქეების შემთხვევაში. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული სრულწლოვანი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ასევე 60%, ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 35% არის მამრობითი სქესის.

საქართველოში შემოსული მამრობითი სქესის მოქალაქეებს, შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია 18 წლამდე ასაკის, ხოლო უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის 39% არის არასრულწლოვანი. 18 დან 60 წლამდე მამაკაცების წილი საქართველოში 2022 წლის მარტში შემოსული უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებში შეადგენს 54%-ს, რუსეთის მოქალაქეებში 85%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეებში 89%-ს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები