დავით სერგეენკო – სააკაშვილზე: პოლიტიკოსებთან სათხოვარი მექნება, შეძლებისდაგვარად ჩამოშორდნენ აქტიურობას ამ თემაზე და ექიმებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით სერგეენკო პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქტივობისგან თავი შეიკავონ და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ექიმებს მისცენ.

„ბოლო პერიოდში კლინიკურ მართვაში არ ვარ ჩართული და რასაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიიდან ვიგებ, ამის მიხედვით შემიძლია მსჯელობა. დაახლოებით, იგივე სურათია, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურობდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ჩემი კოლეგების მოსაზრებები ვნახე და ექიმები უნდა შეჯერდნენ იმაზე, რაც პაციენტის მდგომარეობის სამკურნალოდ და სამართავად საუკეთესო იქნება. პოლიტიკოსებთან სათხოვარი მექნება, რომ ამ თემაზე შეძლებისდაგვარად აქტიურობას ჩამოშორდნენ და ექიმებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცენ, რადგან ეს პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება, მცდარი საექიმო გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს. ცალსახად გამოვრიცხავ იმას, რომ რომელიმე ექიმმა პაციენტის საზიანოდ შეგნებულად გადადგას რაიმე ნაბიჯი“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები