ისანში, სისხლიანი გარჩევის შედეგად 3 პირი დაჭრეს და 1 მოკლეს

ისანში, „დირსის“ დასახლებაში, სისხლიანი გარჩევის შედეგად 4 პირი დაჭრეს, რომელთაგან ერთი – გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები