ნიკოლოზ სამხარაძე იან კარსკის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იან კარსკის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
“პროგრამის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებით და საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯებით. განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადი და სამომავლო ნაბიჯები.
ნიკოლოზ სამხარაძემ შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე და საქართველოსთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, რუსეთიდან მომდინარე აგრესიას და დეზინფორმაციას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.