ბექა დავითულიანი – სააკაშვილზე: პოლიტიკური შეკვეთები, რომ რამენაირად ციხიდან დაიხსნან, არაფერს უშველის

“მან დანაშაულები ჩაიდინა და უნდა აგოს პასუხი. პოლიტიკური შეკვეთები, რომ რამენაირად ციხიდან დაიხსნან, არაფერს უშველის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე საფრთხე დაემუქრება, პენიტენციური სამსახური შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

“ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ არის მიხეილ სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ, რომ დროზე რამენაირად აქედან გამიყვანეთ. მან დანაშაულები ჩაიდინა და უნდა აგოს პასუხი. პოლიტიკური შეკვეთები, რომ რამენაირად ციხიდან დაიხსნან, არაფერს უშველის. დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. თუ მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე დაემუქრება – პენიტენციური სისტემა შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს”, – აღნიშნა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები