ბექა დავითულიანი: არახამიას საქმე ნამდვილად არ არის – ამ ქვეყანაში რა მოხდება, ვის რა დაუწესდება და რა განხორციელდება

“დავით არახამიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, რაც მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო და თავხედური განცხადება იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი გავრცელებულ აუდიოჩანაწერსაც გამოეხმაურა, სადაც, თითქოს, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება.

“არახამიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, რაც მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო და თავხედური განცხადება იყო, მისი საქმე ნამდვილად არ არის, ამ ქვეყანაში რა მოხდება, ვის რა დაუწესდება და რა განხორციელდება. ამას, ჰოი საოცრებავ და, საიდანღაც რაღაც დამონტაჟებული ვიდეო მოჰყვება, რომელიც მერე ოპოზიციის მხრიდან ხდება საბაბი იმის, რომ თითქოს ამაზე რაღაც ააგორონ. თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშანი არ არის, გამოძიება რაზე უნდა ჩატარდეს?!”, – აღნიშნა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები