არესტოვიჩი – ჩვენ გვინდა ნატოში, ეს ნატოს არ ვუნდივართ ჩვენ

ჩვენი მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ნატოში. ეს უნდა ჩვენს ხალხს. ეს ნატოს არ ვუნდივართ ჩვენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსანდრ არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ უსაფრთხოებისთვის სხვა ვარიანტები უნდა ეძებოს.

„ჩვენ არ ვამბობთ უარს ნატოზე. ჩვენი მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ნატოში. ეს უნდა ჩვენს ხალხს. ეს ნატოს არ ვუნდივართ ჩვენ. სიტუაცია მარტივია – გადავწყვიტე თქვენზე ვიქორწინო და აქტიურად გთხოვთ ხელს. ყველაფერი გავაკეთე, სასახლეები, ბრილიანტები, რესტორნები, თუმცა თქვენ უარზე ხართ. რა ვქნა, იმედი არ დავკარგო? ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების აშენება, თუ თქვენ უარზე ხართ, სხვა ვარიანტები უნდა მოვძებნოთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები