რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „პრინციპში“ დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობას „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში.
ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გაიმეორა გაეროს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და მათ განიხილეს ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, შემდგომი საუბრები გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის გაიმართება.