თეა წულუკიანი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს

ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან დიდი ღირებულებაა, არის სისხლით მოტანილი – ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენს ქვეყანაში “ტყვია არ გავარდეს”.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს. ჩვენ მოვდივართ ომებიდან, ჩვენ ვართ ის თაობა, ვინც ომები გამოვიარეთ. მეც ამ თაობის შვილი ვარ და მგონია, რომ საქართველო იყო პირველი ფრონტი რუსეთთან დაპირისპირების. ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან დიდი ღირებულებაა, არის სისხლით მოტანილი – ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მინიმუმ ის პირობები, რაც დღეს არის – მყიფე მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა და განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები