ქარელში 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს
ქარელში, სოფელ დირბში, აღდგომის დღესასწაულზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ქარელში აღდგომის დღესასწაულზე სტუმრად მყოფი 22 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენეს.