არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებამდე საქართველოში მყოფმა უკრაინულმა ოჯახებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა.
„გავეცანით იმ საკითხებსა და პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ. ამ რთულ მომენტში საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინულმა ოჯახებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში. სანამ უკრაინაში ომი გრძელდება საქართველო უკრაინელებისთვის არის მეორე სახლი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია და ეკა სეფაშვილი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ.