ნიდერლანდების საელჩო: ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს
საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ. ამ თარიღთან დაკავშირებით, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.
„დღეს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის 30 წელი შესრულდა. ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს. ველოდებით ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას. საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დღეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების 30 წლისთავს აღვნიშნავთ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.