ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის.
„მოსკოვის მადა კვლავ იზრდება. ახლა მისი მიზანი უკრაინის სამხრეთით, დნესტრისპირეთში შესვლაა, სადაც ამბობენ, რომ რუსებს ავიწროებენ. ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.