მარიუპოლის მერი – ქალაქში მოკლულთა რიცხვი 20 ათასს აღემატება

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, ქალაქში მოკლულთა რიცხვი შემაძრწუნებელია და 20 ათასს აღემატება.

როგორც ბოიჩენკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, უკვე არის მარიუპოლის მოქალაქეების განცხადებები იმ სისასტიკეების შესახებ, რომლებიც მათ საკუთარი თვალით ნახეს და რომლებსაც სამწუხაროდ, კვლავ ხედავენ.

მისი თქმით, არსებობს ახალი მტკიცებულებები მასობრივი საფლავების შესახებ.

„რუსული ჯარები ანგრევენ ქალაქს მისივე მაცხოვრებლებთან ერთად და ისინი ამას განზრახ აკეთებენ. მათ მოაწყვეს ეს გენოციდი ქალაქის ჩაკეტვით და ჯერ საარტილერიო და საავიაციო დარტყმები განახორციელეს, შემდეგ კი, იგივე მოგვიანებით მოსულმა გემებმა გააკეთეს. ეს წარმოადგენს მარიუპოლელების გენოციდის, სამხედრო დანაშაულის ჩადენის ჩანაფიქრს და ნიშნებს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები