ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობას“ არც ინტელექტუალური, არც პოლიტიკური და არც მორალური რესურსი არ დარჩა, რომ დემოკრატიული ოპოზიცია იყოს

„ნაციონალურ მოძრაობას“ არც ინტელექტუალური, არც პოლიტიკური და არც მორალური რესურსი არ დარჩა, რომ იყვნენ დემოკრატიული ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ამ ბოლშევიკურ მეთოდებს მიმართავენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ღვარძლს, ბოროტებასა და ტყუილს თესავს და მათი ქმედება თავიდან ბოლომდე პროვოკაციაზეა დამყარებული.

“ბოლო რამდენიმე წელიწადია, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია საქართველოს კონსტიტუციასა და დემოკრატიას აცდენილია, მათი ქმედება თავიდან ბოლომდე პროვოკაციაზეა დამყარებული. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოპარვით დაწყებული, დასრულებული იმით, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოაწყვეს, რასაც ახლა აყენებენ და რასაც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ღვარძლს, ბოროტებასა და ტყუილს თესავენ”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები