სენატორი კრის კუნსი: ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოში რეფორმების გაგრძელებაა საჭირო

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოში რეფორმების გაგრძელებაა საჭირო.

“შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას, რაც მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და ქვეყნის განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოში რეფორმების გაგრძელებაა საჭირო“, – განაცხადა სენატორმა კრის კუნსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები