საქართველომ კარგად იცის რუსული აგრესიის სრული სპექტრი და ახსოვს 2008 წლის ომი… ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
“საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის დემონსტრაცია სხვადასხვა გზით მოვახდინეთ, მათ შორის, უკანასკნელ თვეებში. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, მათ შორის, უკრაინის მაგალითზე, რომ აშშ რეგიონში პარტნიორების ერთგულია. საქართველო ქვეყანაა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომასა და მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.