კონგრესმენი დევიდ სისილინი – დიდი მადლობა საქართველოს, რომ იდგა აშშ-ის გვერდით მაშინ, როცა კენჭი უყარეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებას
დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომისთვის გაეროში ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრის დროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კონგრესმენმა, დევიდ სისილინმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველო ნატოს წევრობის მიმართულებით პროგრესს გააგრძელებს.
„ვფიქრობ, ნატო-ს წევრობის მიმართულებით პროგრესის გასაგრძელებლად საუკეთესო გზა არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალიან მძიმე სამუშაოს გაგრძელება. ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ამაყი პარტნიორი იქნება ამ მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება კი არის ნატო-ს წევრობის წინაპირობა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან სრული მხარდაჭერა გექნებათ ამის განხორციელებაში“, – განაცხადა სისილინმა.