სალომე ზურაბიშვილი დღეს ამერიკის კონგრესის დელეგაციას უმასპინძლებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში თბილისში ვიზიტად მყოფ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდება, რომელსაც სენატორი ქრის ქუნსი ხელმძღვანელობს.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, 20:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი და სენატორი ქრის ქუნსი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი ევროპული უსაფრთხოების განმტკიცება და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები