გია ვოლსკი – სააკაშვილზე: შესაძლოა, ცუდად ყოფნას სიმულირებდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილი შესაძლოა, ცუდად ყოფნას სიმულირებდეს.
“მაქვს საფუძველი, არ მჯეროდეს, რომ ცუდად არის. საფუძველი მაქვს, მაგრამ, რასაკვირველია, ადამიანი, ვინც უნდა იყოს, რომელიც დატყვევებულია იმის გამო, რაც ჩაიდინა და დანაშაულებები მისი ძალიან მძიმეა – შესაძლოა, კიდევაც სიმულირებდეს გარკვეულ ცუდად ყოფნას. ექიმებს არ უშვებენ, პარტიის წევრებს. საკმაოდ კომპეტენტური ექიმების ჯგუფი ახორციელებს 24-საათიან დაკვირვებას, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება”, – ამბობს ვოლსკი.