იაგო ხვიჩია: “ნაცმოძრაობის” გაქრობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქაოსს გამოიწვევს, ხოლო ქაოსი ის დროა, როცა ყველას აქვს შანსი
იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ” საჯაროდ უნდა განაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ. როგორც კი ეს მოხდება, პოლიტიკური სპექტრი გინდა არ გინდა შეიცვლება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქაოსს გამოიწვევს.
“ნაციონალური მოძრაობის” გაქრობა გამოიწვევს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქაოსს, ხოლო ქაოსი ის დროა, როცა ყველას აქვს შანსი, რადგან არავინ იცის, რა მოხდება,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.