ხოშტარიას მტკიცებით, “გერა” რუსულ ტრანზაქციებს რუბლში იღებს და დოლარში აკონვერტირებს

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მტკიცებით, რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსეთის საავტომობილო ასოციაციის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ესტონელი კოლეგებისთვის იყო განკუთვნილი.

ხოშტარიას მტკიცებით, ფულის კონვერტაცია, რომელიც რუსეთში უნდა გადაიგზავნოს, ქართული კომპანია “გერა”-ს მეშვეობით ხდება.

“რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელი წერს ესტონელ კოლეგას და მინდა, უბრალოდ, ციტირება მოვახდინო ამ წერილის:
“უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან, რუსული ბანკებისა და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, ასოციაციას პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებით. უმსხვილესი რუსული ბანკები დაექვემდებარა ბლოკირების სანქციებს. ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან.
გვსურს შემოგთავაზოთ, ჩვენი ორმხრივი ჰონორარის გაცვლის გზა ჩვენი პარტნიორი საქართველოში, კომპანია „გერა“. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, “გერას” შეუძლია, მიიღოს გადახდები რუსულ რუბლში და შემდეგ დააკონვერტიროს ის აშშ დოლარში”.
ანუ, “გერას” მეშვეობით, რუსული კომპანია, რომელიც არის სანქცირებული, სთავაზობს ესტონელებს, რომ თავი აარიდონ ამ სანქციებს”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები