ქარელში, სოფელ ზემო ხვედურეთში სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელის მოწყობა დაიწყო
ქარელში, სოფელ ზემო ხვედურეთში სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროცესი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა.
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია სასმელი წყლის სისტემის ახალი ქსელის მოწყობა სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. სასმელი წყლის ძველი ქსელი გათვალისწინებული იყო მხოლოდ საუბნო ონკანებზე, ახალი ქსელით კი მოხდება სასმელი წყლის მიწოდება მოსახლეობაში ინდივიდუალურად.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ტრანშეაში წყალგაყვანილობის მილების მოსაწყობად გრუნტის დამუშავების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს შპს ,,თექ ჰაივეი“ ახორციელებს.