გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა, ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. ძალზე პოლარიზებული გარემოა აქ, საქართველოში და NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯეიმს აპატურაიმ ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად.
“პარლამენტში მოვისმინე, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრებას მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს, რითაც მოხარული ვარ, ეს არის ჩაწერილი კონსტიტუციაშიც. ამ მიმართულებით ყველა გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. NATO-ს სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. ძალზე პოლარიზებული გარემოა საქართველოში და NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან.
NATO, როგორც ორგანიზაცია, არ მონაწილეობს სანქციებში. ცხადია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების გარემოში. ამასთან, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.