გიორგი ამილახვარი: არჩევნები საქართველოში იქნება 2024 წელს და არანაირი ვადამდელი არჩევნები თეორიულადაც კი არ განიხილება

ომის და მოღალატეების პარტია აგრძელებს თავის დესტრუქციების სერიას, როგორც ჩანს, ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი მსგავსი ნაბიჯი, რომლის მფრინავ განცხადებასაც ალბათ სასამართლო დარბაზიდან მოისმენთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას.

მისი თქმით, არჩევნები საქართველოში 2024 წელს იქნება და არანაირი ვადამდელი არჩევნები თეორიულადაც კი არ განიხილება.

“სავარაუდოდ, კიდევ ერთ ფანდს შემოაგდებენ, რომლითაც ეცდებიან, საზოგადოების მღელვარება გამოიწვიონ. როგორც ყველა დანარჩენი სერია, 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე ჩაუვარდათ, ზუსტად ანალოგიური “წარმატება” ექნება ამ განცხადებასაც.

არჩევნები საქართველოში იქნება 2024 წელს და არანაირი ვადამდელი არჩევნები თეორიულადაც კი არ განიხილება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები