კრიშტიანო რონალდოს ახალშობილი შვილი გარდაეცვალა
პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს განცხადებით, მას და მის მეუღლეს, ჯორჯინა როდრიგესს ახალშობილი შვილი გარდაეცვალათ.
ამის შესახებ ფეხბურთელი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ ჩვენი პატარა ბიჭი გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეუძლია განიცადოს. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ ამ მომენტში გარკვეული იმედითა და ბედნიერებით. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ექიმებსა და ექთნებს პროფესიონალური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ ამ დანაკარგით. გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენს პირად სივრცეს ასეთ რთულ დროს. ჩვენო პატარა ბიჭო, შენ ხარ ჩვენი ანგელოზი. ჩვენ ყოველთვის გვეყვარები“, – წერს რონალდო.