უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის ყველა დამცველსა და მცხოვრებზე გაცვალოს.
ამასთან, როგორც პოდოლიაკი ამბობს, მას ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდება.
„ეს ნამდვილად ერთადერთი შეთავაზებაა, რომელიც შეიძლება მედვედჩუკს თავში მოუვიდეს და რომელზეც უკრაინას შეუძლია, დათანხდეს. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, როგორც სახელმწიფო, ყველა ადამიანი წავიყვანოთ მარიუპოლიდან, რომ ისინი იქ არ დაიღუპონ. თუმცა, მგონია, რომ რუსეთი ამაზე არ წავა, რადგან მათთვის მარიუპოლი უკრაინის დაუმარცხებლობის სიმბოლო გახდა. რუსები კი დღეს საერთოდ ფსიქიკურად შეშლილები არიან უცნაურ სიმბოლოებზე. და მათთვის ქვეყნის დაუმარცხებლობის სიმბოლოს დანგრევა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, შესაძლოა ვინმემ უთხრას რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ აღნიშნული შეთავაზება კარგი იქნება ჰუმანისტური მიდგომის თვალსაზრისით.
„თუმცა, საკუთარ თავს ვიჭერ ფიქრზე, რა ჰუმანიტარული მიდგომა, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ?“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.