ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში პუტინის უახლოესი მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირე ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს.

„სპეცოპერაცია ჩატარდა. მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს. დეტალები მალე გახდება ცნობილი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მედვედჩუკმა გაქცევა მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები