ვოლოდიმირ ზელენსკი: მტკიცედ გვჯერა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უახლოეს კვირებში მოხდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შევსებული კითხვარი მის ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მოპოვებაში რამდენიმე კვირაში დაეხმარება.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს პროცედურა (კანდიდატის სტატუსის მინიჭება) მოხდება უახლოეს კვირებში და ეს იქნება პოზიტიური ჩვენი ხალხის ისტორიისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შევსებული კითხვარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკრაინაში, მატი მაასიკასს დღეს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები