უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ დონბასში რუსეთის მხრიდან შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება.
მათივე ცნობით, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო-საარტილერიო იერიშს სამრეწველო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებისა და ადრე დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნების მიზნით. აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება. სლობოჟანსკისა და დონეცკის საოპერაციო რაიონებში აგრესორმა გააძლიერა შეტევითი და თავდასხმითი ოპერაციები გარკვეული მიმართულებებით“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.