შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც არ ყოფილა

უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობა“ არავის უხსენებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვიზიტის ნაწილი არ იყო, რადგან მათ დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, თუ რაიმე გაურკვევლობები იყო საქართველო-უკრაინას შორის.

შეხვედრის დროს, საჯაროდ განვაცხადე, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთი შეძლებს გვერდის ავლას სხვადასხვა სანქციებისა, ხოლო რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქ მთავარი არის ის, თუ რამდენად აქვს საქართველოს ინსტრუმენტი იმისა, რომ ორმხრივი სანქციით რაიმე ზიანი მიაყენოს რუსეთს. ჩემს კოლეგას მოვახსენე, რომ პირიქით, რუსეთის მხრიდან სანქციების ქვეშ ჩვენ უკვე წლებია, ვართ.

ჩემმა კოლეგამ გაფართოებულ შეხვედრაზე არაერთხელ ახსენა უკრაინის მადლიერება იმ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე იჩენს, ასევე იმ დახმარებისა და გვერდით დგომისთვის, რასაც უკრაინელი ხალხის მიმართ სახელმწიფო საქართველოში იჩენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები