“ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სიმბოლურად მიტანილი ჰქონდათ სათამაშო გემი და სამგლოვიარო ყვავილები.

აქციის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისიდან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გამოვიდნენ. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„როდესაც „ომის პარტია“ გადაწყვეტს, რომ მოაწყოს პროვოკაცია, როცა ომის პარტია გადაწყვეტს, რომ ახალგაზრდები გამოუშვას ჩვენს ოფისთან და მოგვაყენოს შეურაცხყოფა, ამას ექნება შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები