უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბრისას ბაიდენს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია.
როგორც The Washington Post-ი წერს, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ენიჭება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს. აღნიშნულ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანა – ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ირანი და სირია არიან.