ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიო მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

როგორც ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში აღნიშნა, პუტინს შეუძლია ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენება, რადგან ის არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.

„არა მხოლოდ მე – მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს შეიძლება, არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება, იყოს სიმართლე. მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია. უნდა ვიფიქროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, მზად უნდა ვიყოთ; მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები