მთავრობის სტრატკომი: საქართველო უახლოეს პერიოდში კითხვარის მეორე ნაწილს მიიღებს

მთავრობის სტრატკომი ევროკომისიის კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

“ევროკომისიის კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას.
ევროკომისიის კითხვარი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გასაჯაროვდა.

 

კითხვარი იხილეთ ბმულზე: https://garibashvili.ge/ka/n/all/evrokomisiis_kitkhvari “, – წერია სტრატკომის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები