ყაზახეთში 9 მაისის აღლუმი არ ჩატარდება

ყაზახეთში წელს 9 მაისის სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება.

ამის მიზეზად ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ბიუჯეტის დაზოგვა და “სხვა პრიორიტეტული ამოცანები” დაასახელა.

„2022 წელს ყაზახეთში სამხედრო აღლუმის გამართვა არ იგეგმება როგორც ბიუჯეტის დაზოგვის, ისე – სხვა ამოცანების გადაჭრის აუცილებლობის გამო. კერძოდ, პრიორიტეტულია, საბრძოლო მზადყოფნისა და ქვედანაყოფების მობილობის საჭირო დონის შენარჩუნება, სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვისა და თავდაცვის ამოცანები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები