თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. მან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავეებად ცნო ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარცახელია გასული წლის 15 სექტმებერს, ფიქრის გორაზე ჩაცხრილეს.