“წარუმატებლობამ და სასოწარკვეთამ შესაძლოა, პუტინს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს” – უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ უკრაინაში გამარჯვების ილუზიის შექმნის სასოწარკვეთილმა მცდელობამ რუსეთის პრეზიდენტს შესაილოა, ტაქტიკური ან დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს.

ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

ბერნსის აზრით, ასეთი იარაღის პოტენციური აფეთქება, თუნდაც გამაფრთხილებელი გასროლის სახით, არის ის შესაძლებლობა, რომლის გამო შეერთებული შტატები კვლავ “ძალიან შეშფოთებულია”.

ამასთანავე, მან დააზუსტა, რომ, ბირთვულ საფრთხეებზე პუტინის არაერთი მინიშნების მიუხედავად, “პრაქტიკული მტკიცებულება”, ჯერჯერობით, არ არსებობს.

„პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით, იმ წარუმატებლობის ფონზე, რასაც ისინი ამ დრომდე განიცდიან, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია, მსუბუქად აღიქვას ტაქტიკური ან დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების საფრთხე“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები