სომხეთი რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე გადავიდა
სომხეთმა რუსული გაზის საფასურის გადახდა რუსული რუბლით დაიწყო.
ამის შესახებ RBC-ს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ვაგან კერობიანმა განუცხადა.
“ჩვენ უნდა გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაზე. რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით მოხდა, მაგრამ – შესაბამისი კურსით”, – განმარტა მან.
კერობიანის თქმით, ფასი დოლარში ყალიბდება, მაგრამ გადახდა რუსული რუბლებით მიმდინარეობს.
„გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა თქვა, რომ სომხეთთან დადებული ხელშეკრულება უკვე რამდენიმე წელია, რუსული რუბლით ანგარიშსწორების საშუალებას იძლევა.