ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს გამოაცხადებს
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
რა სასჯელს მიიღებენ ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დღეს, 11:00 საათზე გახდება ცნობილი.
კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის მოლოდინია, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება.
„ჩვენ მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, რამდენადაც ის მტკიცებულებები რაც წარადგინა ბრალდების მხარემ უტყუარად ადასტურებს როგორც კამილაძის, ისე ჭელიძისთვის შერაცხილ ბრალდებას. შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ განაჩენი იქნება გამამტყუნებელი განზრახ მკვლელობის ჩადენაში, თანაამსულებლობით ჯგუფურად“, – განაცხადა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.