სალივანი: ბაიდენის და პუტინის საუბარი უახლოეს მომავალში დაგეგმილი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან საუბარს უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას თქვა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის კონტაქტები ვიდეო თუ სხვა არხებით, სალივანმა თქვა: ”ჰორიზონტზე, უახლოეს მომავალში არაფერი გვაქვს დაგეგმილი”.

გარდა ამისა, სალივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგში პირდაპირ არ მონაწილეობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, კიევის დიპლომატიურ მცდელობებს მხარი დაუჭიროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები